საქართველოს სახელმწიფო დროშის აღნიშვნის დღეს თბილისის საკრებულოც შეუერთდა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახულებაა. საქართველოს სახელმწიფო დროშა გერბთან და ჰიმნთან ერთად საქართველოს ეროვნული სიმბოლოა.

აღნიშვნას, ტრადიციულად, შეურთდა თბილისის საკრებულოც. დეპუტატებმა შენობის აივნებიდან დროშები გადმოფინეს. მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“საქართველოს სახელწიფო დროშა არის ჩვენი ისტორიის, ჩვენი ოჯახების, ეროვნულობის, თვითმყოფადობის სიძლიერის სიმბოლო. 14 იანვარს ჩენ გვაქვს შესაძლებლობა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, ჩვენს მეომრებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს. მიხარია, რომ წელსაც თბილისის საკრებულო შეურთდა ამ ტრადიციას და თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან წელსაც გადმოფინა საქართველოს სახელწიფო დროშა,” – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა თინათინ ნიბლოშვილმა.

მსგავსი თემები