„ჩვენების შეცვლას ადგილი არ ჰქონია” – იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბრეგვაძეს ჩვენებები არ შეუცვლია.

როგორც ჭკადუა განმარტავს, მან გამოძიების ეტაპზე გარკვეული დეტალები დააზუსტა და ის დღესაც მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

„ჩვენების შეცვლას ადგილი არ ჰქონია, ძალიან კარგადაა ცნობილი თოთოეული მისი ჩვენება, ის გამოძიებაში ორჯერ არის დაკითხული, მეორე დაკითხვისას უბრალოდ გარკვეული დეტალები დააზუსტა. ის უპასუხებს ყველა კითხვას, რაც დასმული იქნება, იაკობი უკვე ამ სასამართლო პროცესზე პროკურორების მიერ დაკითხულია, მხოლოდ დარჩენილია დაცვის კითხვები. მან ყველა კითხვას გასცა პასუხი და დღესაც მზად არის, გასცეს პასუხები“, – განაცხადა ჭკადუამ.

მსგავსი თემები