ვარლამ ლიპარტელიანი დოჰაში გამართული ძიუდოს მასტერსის გამარჯვებულია

ვარლამ ლიპარტელიანი დოჰაში გამართული ძიუდოს მასტერსის გამარჯვებულია. 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ლიპარტელიანმა აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი ვაზარით დაამარცხა.

ფინალამდე ქართველმა სპორტსმენმა მსოფლიო რეიტინგის ლიდერს ებრაელ პეტერ პალჩიკს აჯობა. მასტერსის დასკვნით დღეს ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ბექა ღვინიაშვილი, საბოლოოდ კი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ კი მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა.

მსგავსი თემები