კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 561, აჭარაში 112, იმერეთში კი, 196 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარაში 112, იმერეთში 196, ქვემო ქართლში 69, შიდა ქართლში 111, გურიაში 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში 131, კახეთში 84, მცხეთა-მთიანეთში 41, სამცხე-ჯავახეთში 26, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში რვა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც, 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 756, აჭარაში – 337, იმერეთში – 746.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 808 პირი, მათ შორის, თბილისში – 369, აჭარაში – 62, იმერეთში – 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – რვა, იმერეთში – 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 236 – თბილისში, 325 – აჭარაში, 28 – იმერეთში. 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 196, აჭარაში – 76, ხოლო იმერეთში – 7. სულ 6 ოქტომბრიდან – 13 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 673 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 256 პირი, აჭარაში – 2 272, იმერეთში – 2 549“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი თემები