ვირუსის მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად, ინფექციონისტები ზომების გამკაცრებას ითხოვენ

  •  

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რეგულაციები გასამკაცრებელი და მკაცრად გასაკონტროლებელია, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მძიმე არ აღმოჩნდეს.  

„უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე – აი ეს არის გზა, რომ “კოვიდინფექციის” გავრცელების მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ როცა თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნება, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას რაც შეიძლება დაბალი საწყისი რაოდენობა ჰქონდეს და მატება იყოს ცოტადან და არა ბევრიდან… აშშ-სა და ევროპაში არის ვარაუდი, რომ მესამე ტალღა თებერვლიდან დაიწყება. ჩვენ გვინდა თებერვლამდე მეორე ტალღა მინიმუმამდე დავიყვანოთ. სტაბილიზაცია უკვე მოხერხდა. იყო 4-5 ათასი შემთხვევა და ახლა არის ათასიდან 2 ათასამდე შემთხვევა. საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის რბილი “ლოქდაუნი”. საქართველოში კერძო მანქანებით ქუჩები გადავსებულია, რასაც იქ ვერ ნახავთ“, – განაცხადა  თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები