ქუთაისი, ვირუსის გავრცელების „ცხელი წერილია“

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთელი ქვეყნის იმერეთი, კერძოდ კი ქუთაისი  კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ოდენობით პირველ ადგილზეა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ქუთაისის კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეს „ცხელი წერტილი“ უნდა დაასტაბილურონ.

„სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარ ი მიზეზი არის ის, რომ პაციენტებს ოჯახის წევრები ბინაზე იქამდე ტოვებენ, სანამ მათი მდგომარეობა არ დამძიმდება, არ გახდება პირდაპირ სარეანიმაციო. ამას თუ რაღაც „გამართლება“ ჰქონდა ერთი თვის წინ, როცა ამბობდნენ, რომ სასწრაფოს ვერ უკავშირდებოდნენ და ადგილები არ იყო, ახლა ხომ ეს საკითხი მთლიანად მოხსნილია. ახლა მსგავსი არაფერი არაა. ჩემი რეკომენდაციაა, ოჯახები, სადაც არიან “კოვიდ” ინფიცირებულები, ექიმს მაშინვე დაუკავშირდნენ და შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს ის სად დარჩეს, ბინაზე თუ კლინიკაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები