ხვალიდან, გერმანიაში შესვლა მკაცრდება

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საზღვრის გადაკვეთის წესებს ამკაცრებს. ახალი, გამკაცრებული წესები ქვეყანაში 14 იანვრიდან ამოქმედდება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნებისმიერ მგზავრს თუ ადგილობრივს, რომელიც საზღვარს გადაკვეთს და მოგზაურობის ისტორია გააჩნია, მტკიცებულება უნდა წარადგინოს, რომ ის დაინფიცირებული არ არის. აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს კი მაქსიმუმ 48 საათიანი ვადა უნდა ჰქონდეს.

თუ გერმანიაში შემსვლელს ვირუსი დაუდასტურდება, ან საეჭვოა, მას კარანტინში გადაიყვანენ.

მსგავსი თემები