“თუ უზენაესი ქურუმი მართლა წასულია, მაშინ სხვა გზა, გარდა ლაპარაკისა, პოლიტიკოსებს შორის არ რჩება” – იაგო ხვიჩია ბიძინა ივანიშვილზე

“გირჩის” წევრის იაგო ხვიჩიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დადგა დრო, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგი დაიწყოს. ხვიჩიას შეფასებით, აქამდე მმართველ ძალას არ სჭირდებოდა ოპოზიციასთან საუბარი, მაგრამ ახლა სწორედ ამის დროა.

“თუ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილი აღმოჩნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საუბარი დაიწყოს ამ ქვეყანაში პოლიტიკოსებს შორის. აქამდე იყო ბიძინა, რომელიც იყო უზენაესი ქურუმი და ის თუ ჰყავდა “ქართულ ოცნებას”, ლაპარაკი არ სჭირდებოდა ოპოზიციასთან, მაგრამ თუ უზენაესი ქურუმი მართლა წასულია, მაშინ სხვა გზა, გარდა ლაპარაკისა, პოლიტიკოსებს შორის, უბრალოდ, არ რჩება,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

მსგავსი თემები