“ეს მთავრობა ისედაც უფუნქციო იყო და კიდევ უფრო დისფუნქციური გახდება” – გიგი უგულავა

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, კიდევ უფრო დისფუნქციურს გახდის ხელისუფლებას.

“ვხედავთ აბსოლუტურად დისფუნქციურად დატოვებულ ხელისუფლებას. ეს მთავრობა ისედაც უფუნქციო და დისფუნქციური იყო და ახლა ივანიშვილის კიდევ უფრო ღრმა ჩრდილში გადასვლის შემთხვევაში კიდევ უფრო დისფუნქციური გახდება, რაც ქვეყნისთვის კატასტროფაა გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რა გამოწვევებიც გვაქვს. ის ფაქტი, რომ კობახიძე დატოვა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მან ძალაუფლება კი არ გაუშვა ხელიდან, არამედ უბრალოდ ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება საკუთარი გუნდისთვის,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

მსგავსი თემები