„მე ვუთხარი აღარ დამირეკოთ“ – ივანიშვილი „ოცნების“ წევრებზე

„თუ ისინი მოახერხებენ რომ ერთმანეთში არ დაიწყონ საქმის გარკვევა და ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს, შესაძლოა ვერ შეინარჩუნონ ნორმალური სიტუაცია,“ – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით განაცხდა.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ გუნდთან პოლიტიკურ კონსულტაციებს წყვეტს:

„საბჭოს წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ, მე ვუთხარი აღარ დამირეკოთ, ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება, იქ დავტოვე მეგობრები ჩემი და ადამიანური ურთიერთობები შესაძლოა იყოს ყოფით დონეზე,“ – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები