“ვიმედოვნებ, კორონავირუსის მესამე ტალღა ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი არ იქნება” – პაატა იმნაძე

გახსნების საკითხს ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, პაატა იმნაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის მესამე ტალღა დამანგრეველი არ იქნება და შეძლებენ, ისევე აიცილონ თავიდან, როგორც პრაქტიკულად, მეორე ტალღის შემთხვევაში მოხდა.

„ვცდილობთ, ისევე ავირიდოთ თავიდან მესამე ტალღა, რომელიც სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაშია, როგორც მოვახერხეთ და პირველი ტალღა პრაქტიკულად, თავიდან ავიცილეთ. იმედია, გამოგვივა. ვიმედოვნებ, მესამე ტალღა ჩვენთვის ძალიან დამანგრეველი არ იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები