“დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, დავიწყოთ საუბარი თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები” – ეკატერინე ტიკარაძე

ინფექციის გავრცელების დღევანდელი მაჩვენებელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, როგორც კი გახსნის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში.

„რაც შეეხება სკოლებს და ბაღებს, ეს ნამდვილად გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი. არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც ხშირად ვსაუბრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვების სწორ გარემოში აღზრდა და მათთვის განათლების მიღება. აქედან გამომდინარე ჩვენ ამ კუთხითაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან, თუმცა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პირველი არის ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების შენარჩუნება და აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტად უფრო ფრთხილად ვეკიდებით ამ საკითხს. თუმცა, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ დღევანდელი ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიწყოთ საუბარი, თუ როდის შეიძლება გაიხსნას სკოლები. თუმცა, როგორც კი ამის საშუალება იქნება, განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება ყველა პირობა უზრუნველყოფილი, რომ ბავშვები უსაფრთხოდ მიიღონ სკოლებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები