„საქართველო დღეს იქცა, მევალე და მოვალედ“ – აქრიმანდრიტი გრიგოლ აბაშიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ხალხი დარჩა გარეთ მშიერ – მწყურვალი, სახელმწიფომ ეს თემა ვერ მოაგვარა და ვერ გაართვა თავი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში”, არქიმანდრიტმა გრიგოლ აბაშიძემ განაცხადა.

სასულიერო პირი არასამთავრობო ორგანიზაცია „სახალხო სამართალის“ იდეას ეხმაურება და თვლის, რომ მსგავს ღონისძიებებში ყველამ თავის წვლილი უნდა შეიტანოს:

„მოდის დღეში ათობით ადამიანი, მოწყალებას ითხოვენ უსახლკაროები. მტკივა ამ ხალხის სატკივარი და უნდა მივცეთ თავშესაფარი. გული გვიწუხს, რამდენს უნდა დაეხმარო. 25 წელია, მოძღვარი ვარ და უამრავი ატირებული ხალხი ადამიანი მოდის ეკლესიაში. რამდენს უნდა დაეხმარო. საქართველო გაივსო მევალე-მოვალით. მევახშეობა ღვთისგან არაკრთხეული თემაა. სახეზე გვაქვს ის, რომ ხალხი დარჩა გარეთ და მშიერ-მწყურვალი. ვინაიდან სახელმწუფომ ეს გამოსავალი ვერ მოიძია, ადამიანებს შევუმსუბუქოთ სატკივარი და მოვეფეროთ. პატრიარქი ყოველთვის ამას მოგვიწოდებს და სწორედ მისი კურთხევით ვარ დღეს მე აქ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავაშენოთ მართლმადიდებლური სოფლები  და იცხოვრებენ ადამიანები. დაგვეხმარება ხალხიც, ქრისტიანობას დასცილდა ერიც და ბერიც. ეს არის ქრისტიანული საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ამ ორგანიზაცია გვერდში დავუდექი, რადგან ვთვლი, რომ ერთად ყველაფრის დაძლევას შეძლებს საზოგადოება,“ – განაცხადა არქიმანდრიტმა გრიგოლ აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები