“Pfizer​-ის ვაქცინის დიდი რაოდენობით მიღება საქართველოს მსგავს ქვეყანას გაუჭირდება” – თენგიზ ცერცვაძე

Pfizer​-ის ვაქცინის დიდი რაოდენობით მიღება საქართველოს მსგავს ქვეყანას გაუჭირდება – საკუთარ მოსაზრებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აფიქსირებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი. თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ Pfizer​-ის ვაქცინის შენახვა აუცილებლად -80 გრადუსზე უნდა მოხდეს, რისი დიდი რესურსიც საქართველოს არ აქვს.

“საქართველოში შემოტანილი იქნება, მოხერხდება Pfizer​-ის ვაქცინის რაღაც რაოდენობა. მილიონისთვის და 2 მილიონისთვის, საქართველოს ლოჯისტიკური ბაზა Pfizer​-ის არ ეყოფა, იმიტომ, რომ ამ რაოდენობის -80 გრადუსიანი მაცივრები არ არის. ოპტიმალური იქნება, რომ შემოიტანონ Pfizer​-ის ვაქცინის რაღაც მცირე რაოდენობა და ამ მცირე რაოდენობით აიცრას მთავარი რისკის ჯგუფები,” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ამ ეტაპზე საქართველო ვაქცინის შესაძენად COVAX-ის პლატფორმის საშუალებით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს Pfizer​-თან და AstraZeneca-სთან.

მსგავსი თემები