„არც ერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყფნის“ – ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალა უცებ ვერ გაჩნდება, რადგან ამის რესურსი არ არსებობს“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინ ივანიშვილმა განაცხადა.

 მისივე თქმით, ახლით ჩანაცვლებაც ვერ მოხერხდა სწრაფად.

„ეკონომიკაში კარგად გვესმის ჩვენი სიღარიბე, აქ გვგონია, რომ მდიდრები ვართ, ძირითადად ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში მოდის. არაფერი შეუქმნია, არაფერი გაუკეთებია, ჰგონია, რომ ყველაზე იოლი პროფესიაა ეს, მოდის და ყვირილს იწყებს, ცრუობს. სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ არც ერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყოფნის. ყველაზე დიდი ტრაგედიაა სწორედ ე არის. ის, რომ ჩვენ განათლების რეფორმით ამხელა ნაბიჯი გადავდგით, გმირობის ტოლფასია. ეს შეიძლება იყოს ხსნა ისტორიული წარსულისთვის და გაგვიჩნდეს წარმატებული მომავალი. ძალიან ნიჭიერები ვართ ქართველები, მაგრამ პროფესიონალები გვაკლია ბევრი მიმართულებით. ძალიან ბევრი ავანტურისტი მოდის, იმის მსგავსი, რაც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები