ლადო კახაძე საპატრიარქოს მიმართავს ერთად და საჯაროდ გაიკეთონ პირველი ვაქცინა

„დიდი მოკრძალებითა და ქედის მოხრით, მივმართავ საპატრიარქოს, თითოეული მათგანის რწმენისა და მათი გავლენის ადამიანის რწმენაზე, პირველი ვაქცინაციის დროს, სახალხოდ ერთად გავიკეთოთ ვაქცინა, რათა ადამიანებს მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლადო კახაძემ პარლამენტში და თანხმობა გამოთქვა თავად იყოს პირველი.

„იქნებ, პირველი ვაქცინაციის დროს, არა მხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, ვაქცინაციის ნდობის ასამაღლებლად, გავაკეთოთ ინიცირება. პირადად მე მზად ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, როგორც ასაკითა და როგორც დარგის სპეციალისტმა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო“ – განაცხადა ლადო კახაძემ.

მისივე განმარტებით, პროცესში სასულიერო საზოგადოების ჩართვა აუცილებელია იმ კუთხით, რომ მოსახლეობა ვაქცინის უსაფრთხოებაში დარწმუნდეს.

მსგავსი თემები