“ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, როგორ ტოვებს ადამიანი და ძლიერი ლიდერი ძალაუფლებას” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება. მინისტრის განცხადებით, ივანიშვილმა თავისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, მათ შორის ჯანდაცვის სფეროშიც.

“თავისი მმართველობის პერიოდში გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში. რაც შეეხება ამ რეფორმებს, მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა მედია თავისუფლება, ასევე სასამართლო რეფორმა, რომელიც უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა ის ჯანდაცვის რეფორმები, რომლებიც აუცილებლად მუდმივად იქნება ასოცირებული მის სახელთან.

ძალაუფლების დატოვების ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა ქართველ ხალხს და არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ადამიანი და ძლიერი ლიდერი ძალაუფლებას,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები