“ვაქცინის მწარმოებლების მოთხოვნაა, ზიანის დადგომის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ” – დიმიტრი ხუნდაძე

დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოში ხარისხიანი ვაქცინის სწრაფად შემოტანა საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს, რომელიც პირველ რიგში, მიზნობრივ ჯგუფებზე იქნება გათვლილი. ამის შესახებ ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, საკანონმდებლო ბაზაც უნდა არსებობდეს, კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა იყოს აღებული, ვაქცინაციის პროცესში, შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით.

„საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, სწრაფი, ხარისხიანი ვაქცინა და უნდა მოვახდინოთ, პირველ რიგში, მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია და შემდეგ ის პრაქტიკულად მთელს მოსახლეობაზე გავრცელდეს. ამისათვის საჭიროა გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, საკანონმდებლო ბაზა იყოს მზად. უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან აღებული პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, თუ ზიანი, რა თქმა უნდა, არ არის მედპერსონალის, კლინიკის, ან იმპორტიორის შეცდომით განპირობებული. ასეთი მოთხოვნა აქვთ მწარმოებლებს, ჩვენ ვკონტაქტობთ მწარმოებლებთან “კოვაქს” პლატფორმის საშუალებით და მწარმოებლებს აქვთ ეს მოთხოვნა: ზიანის დადგენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ. ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა უკვე ძალიან ბევრმა ქვეყანამ მოახდინა, მათ შორის, აშშ-მა და არა მხოლოდ მათ… ამიტომ საქართველოც უზრუნველყოფს ეს პასუხისმგებლობა აიღოს და აიყვანოს საკანონმდებლო დონეზე და ამით ხელი არ შეუშალოს, რომ სწრაფად შემოვიტანოთ ქვეყანაში ვაქცინა და ის მაღალხარისხიანი იყოს”, – განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება.

მსგავსი თემები