„შაქარაშვილს მუცლის ქვემოთ დაზიანებები შესაძლოა, ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმით შედეგად ჰქონოდა მიღებული“ – სამედიცინო ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზების საფუძველზე დადგინდა თუ, რა სახის დაზიანებები ჰქონდა მიღებული. სახეზე იყო ბლაგვი ხასიათის ტრამვა, დადგინდა სიკვდილის ხანდაზმულობა, რომელიც 3 – 4 დღის ინტერვალს მოიცავს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ სამედიცინო ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა,

ექსპერტის თქმით ბოლო დასკვნის მიხედვით შაქარაშვილს მუცლის ქვემოთ დაზიანება დიდი ალბათობით ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგად აქვს მიყენებული.

გეჯაძე ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილი წყალში 3 – 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა:

„შაქარაშვილი წყალში იმყოფებოდა 3 – 4 დღის განმავლობაში და არა 48 საათი, როგორც ადრე ითქვა. მაღალი ალბათობით მოსალოდნელი იყო, რომ სახეზე ყოფილიყო ქალა ტვინის ტრამვა და სხვა სახის დაზიანებები, რაც შეუზღუდავდა გადაადგილებას, ეს ის პასაჟებია, რაც დადგინდა პირველ  და მეორე ეტაპზე, მესამე ექსპერტიზაც ჩატარდა სისხლის სამართლის მასალებით, გამოძიებას ჰქონდა კითხვები მუცლის ქვემოთ არსებულ სისხლნაჟღენთებთან დაკავშირებით, გამოძიებას აინტერესებდა ეს სისხლჩაქცევა შესაძლებელი იყო თუ არა განვითრებულიყო სიმაღლიდან წყალში ჩავარდნით ან ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგად, მაღალი ალბათობით მე პირადადაც მიმაჩნია, რომ ეს დაზიანება შესაძლოა განვითარებულიყო ფეხსაცმლიანი ფეხის ჩარტყმის შედეგად.

ბოლო მესამე კომისიური ექსპერტიზის ფორმატში იყო დასმული კითხვა საბოლოოდ დადგენილიყო ხანდაზმულობა მიცვალებულის სხეულის, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ, რომ სიკვდილის ხანდაზმულობა არის სამი ოთხი დღის დიაპაზონში და არა 48 საათი, რა ვერსიაც იყო,” – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები