„სიძვირეს მნიშვნელობა არ აქვს“ – რა ვაქცინას შემოიტანენ საქართველოში?!

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და აღიარება ექნება.

როგორც იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინასთან დაკავშირებით მის ღირებულებას არავითარი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენთან არსებობს კანონი, კანონით გათვალისწინებულია, რომ ჩვენ შემოვიტანთ იმ ვაქცინას, რომელიც იქნება, ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ან ე.წ. აღიარებითი რეჟიმი, ამაში არის დაახლოებით 55 ქვეყანა. ევროპის ქვეყნები და შეერთებული შტატების FDA, ავსტრალიის მარეგულირებელი, რომელსაც აღიარებითი რეჟიმით შემოტანა ექნება.

ჩვენ იმ ვაქცინას შემოვიტანთ, რომელიც ყველაზე ადრე იქნება ხელმისაწვდომი და რომელსაც ექნება აღიარება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ან რომელიმე იმ ქვეყნის, რომელიც არის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული. სიძვირეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.  

მსგავსი თემები