პატრიარქს „კოვიდ 19“-ზე ტესტი ჩაუტარდა

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ადასტურებს, რომ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს „კოვიდ 19“-ზე ტესტი ჩაუტარდა და პატრიარქი კოვიდ უარყოფითია.

დეკანოზის თქმით თვითიზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება.

“დიახ, გიდასტურებთ, რომ გუშინ, ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება 3 დღეში ერთხელ და PCR ტესტირებაც პერიოდულად კეთდება. სულ ჩატარდა 55 ტესტი, ყველას ტესტზე პასუხი უარყოფითია, მათ შორის უწმინდესის და უნეტარესის პასუხი არის უარყოფითი. ყველანი ჯანმრთელად არიან, იზოლაციაში იმყოფება მხოლოდ ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები