დისტანციური მუშაობისთვის საუკეთესო 50 ლოკაციას შორის საქართველო მეორე ადგილს იკავებს

Bigseventravel-მა დისტანციური მუშაობისთვის 50 ყველაზე მოსახერხებელი და საუკეთესო ადგილის სია გამოაქვეყნა.

ჩამონათვალში საქართველო მეორე ადგილზეა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისმა ციფრულ ეპოქაში საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადადგა. კავკასიის რეგიონში მდებარე ეს ქალაქი კულტურის მხრივ უამრავ რამეს სთავაზობს ადამიანებს: მრავალფეროვანი საკვები, გრძელი და რთული ისტორია. ქვეყანა ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია, ისევე როგორც ხელმისაწვდომი.

ქალაქის მასშტაბით, უამრავ კაფეს ნახავთ, რომელიც შესანიშნავი ადგილია დისტანციური მუშაობისთვის. ასევე, არის უამრავი ადგილი ჯგუფური მუშაობის შესასრულებლად, როგორიცაა Impact Hub-ი და Lokal-ი.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი ძალიან პატარაა, ქალაქი უნიკალური უბნებითაა სავსე. საცხოვრებლის პოვნა 300-400 დოლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

პანდემიის ფონზე საქართველომ დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის ციფრული ვიზა შექმნა, რომელიც მათ პანდემიის პერიოდში გადაადგილების საშუალებას აძლევს“,- წერს გამოცემა.

ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილს ესტონეთი იკავებს. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ესენია: სერბეთი, გერმანია,სინგაპური,არგენტინა, სლოვენია, კანადა,რუსეთი, თურქეთი, ტეხასი, ჩინეთი, მალტა.

მსგავსი თემები