კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 488 თბილისში, 143 იმერეთში, 138 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან 488 თბილისში, 88 აჭარაში, ხოლო 143 იმერეთში დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„თბილისში გამოვლენილია 488 შემთხვევა, აჭარა – 88, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 73, შიდა ქართლი – 64, გურია – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 138, კახეთი – 58, მცხეთა-მთიანეთი – 51, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 864, აჭარაში – 371, იმერეთში – 730. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში – 376, აჭარაში – 72, იმერეთში – 198“, – ნათქვამია ინფორმაციაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები