საქართველოში კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 617 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 617 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 155 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 758, „პისიარ“ ტესტით – 4 397.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 239 229 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 225 335 გამოჯანმრთელდა, 2 773კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 452 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 894, კლინიკურ სასტუმროში – 746.

ამასთან, 9 იანვრის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 2 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი.

მსგავსი თემები