„ჩემი რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა“ – ირაკლი აბუსერიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დღის წესრიგში შეიძლება რაღაც საკითხი არ იყოს, მაგრამ შეიძლება, რომელიმე სუბიექტმა დააყენოს რაიმე სახის საკითხი და ეს კენჭისყრაზე დგება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რაგბის კავშირის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა.

აბუსერიძე საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს, როგორც ის ამბობს, რეესტრის გადაწყვეტილება მისი პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია და ეს დოკუმენტების წარდგენის შემდეგ გამოსწორდება.

„ჩემი რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერდა, ყველა ის წერილი იქნება დართული, როგორც ყველა კანდიდატის, როცა ჩვენ მოვითხოვეთ გადადება, ასევე იყო მერე კარანტინი, მერე იყო შეზღუდვები და მთავრობის სარეკომენდაციო წერილი. ამის საფუძველზე იქნა მოთხოვნა მთავრობიდან, სარეკომენდაციო სახის იყო რა თქმა უნდა, რომ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე ჩატარებულიყო არჩევნები. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და სამივე კანდიდატი ვიყავით ამაზე თანახმა“, – განაცხადა აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, რატომ აირჩიეს გამგეობის ახალი წევრები მაშინ, როცა ეს პირველ კრებაზე დღის წესრიგში არ იყო წარმოდგენილი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებს: „დღის წესრიგში შეიძლება რაღაც საკითხი არ იყოს, მაგრამ შეიძლება, რომელიმე სუბიექტმა დააყენოს რაიმე სახის საკითხი და ეს კენჭისყრაზე დგება“.

მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები