გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 139 პაციენტი გამოჯანმრთელდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 139 პაციენტი, დაფიქსირდა 47 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 75 პაციენტი  მკურნალობს, მათგან 21 რეანიმაციულ განყოფილებაში.

“გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა,” – განაცხადა გია კიკაბიძემ.

მსგავსი თემები