საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას კვლავ სთავაზობს

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით და ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს.

ამის შესახებ სახემლწიფო უსაფრთოხხების სამსახურში აცხადებენ.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი ამ წუთებშიც ფიქსირდება. მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. არაერთხელ მოხდა დახმარების შეთავაზება“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები