„გაზის გაძირება, რაც კომერციულ სტრუქტურებს ემუქრებოდათ თავიდან ავიცილეთ“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„გარკვეულწილად გაზის გაძვირების პრობლემა გადავიარეთ, მივმართეთ ეკონომიკის სამინსიტროს და გაზის გაძვირება კომერციულ სტრუქტურებს, რომელსაც ემუქრებოდა თბილისში, თავიდან იქნა აცილებული და გადაიდო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის ინფორმაციით გადასახადები დასუბსიდირდა მხოლოდ ერთი წლით, როგორც „რესტორატორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვარაუდობს, პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში, სექტორი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება:

„გაზის გაძვირება, რაც კომერციულ სტრუქტურებს ემუქრებოდათ თავიდან ავიცილეთ. წყლისა და ელექტრო ენერგიის გაძვირება წარმოუდგენელი რეალობაა ბიზნესისთვის, მიუხედავად იმის, რომ სუბსიდირება მოხდა, რეალურად აქ არის ორი პრობლემა: დანარჩენი ბიზნესი გაზრდილი ტარიფით გააძვირებს პროდუქციასაც, პრობლემა არის ის, რომ ბიუჯეტში არ არის ის სიტუაცია, სადაც ზედმეტად შემოდის თანხა და დასუფსიდირებული იქნას გადასახადები, ამიტომ მოაკლდება სხვა სფეროს და ჩვენი გადახდილი თანხებით დასუბსიდირდება, რაღაც გაურკვეველი მოხმარება, ან გამოაკლდება რომელიმე ღონისძიებას ან ვალად აღებული თანხა იქნება, საბოლოოდ ეს გაძვირება არის ცოტა მოხმარებელი, სწორედ ნაკლები მოხმარების გამო იზრდება ტარიფი.

ბევრი ფაქტია, სადაც გარდაუვალი იყო გაზრდა და დღესდღრეობით გაძვირდება ბევრი პროდუქცია.

წელს გვაქვს 7, 7 % ეკონომიკური ვარდნა, რაც ავტომატურად აისახება ფასებზე , ეს ხარჯის გაზრდა აკლება მოგებას და ყველა ტვირთი მოდის მომხმარებელზე, ერთი წლის განმავლობაშია გამოცხადებული სუბსიდირება და ამ ერთი წლის შემდეგ თუ ისევ კოვიდის პირობებში ვიქნებით, იქნება სავალალო მდგომარეობა.“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები