საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 666-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 489 პირი.

მსგავსი თემები