„უსიმპტომო ადამიანების რაოდენობა ძალიან ბევრია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„უსიმპტომო  ადამიანების რაოდენობა ძალიან ბევრია. ბოლო პერიოდში, „კოვიდ 19“-ის შემთხვევები ცოტა სწორედ იმიტომ იყო, რომ ტესტირების რაოდენობა იყო ცოტა, ამას არავინ მალავს“ – ეს განცხადება თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისივე თქმით, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით ზომები გასამკაცრებელია.    

„დღის განმავლობაში 500-600 ადამიანის დაჯარიმება ნიღბის არტარების გამო, ძალიან ცოტაა. გაცილებით ბევრი ადამიანია, რომელიც ნიღაბს არ ატარებს. გაცილებით მეტი სიმკაცრე და შემზღუდავი ღონისძიებებია საჭირო“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები