პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის უფლებამოსილება ცნო

„პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში გელა მიქაძე იქნება, გიორგი ლომიას ფრიდონ ინჯია ჩაანაცვლებს, ხოლო გოჩა თევდორაძეს – დავით ზილფიმიანი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ოპოზიცია უკვე წარმოდგენილია პარლამენტში და ისინი მონაწილეობას მიიღებენ ამ მომენტიდან საპარლამენტო საქმიანობაში.

ცნობისთვის, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ და გელა მიქაძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დეპუტატის ადგილმონაცვლეობაზე თანხმობის შესახებ მიმართეს. პარლამენტმა დღეს “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. “პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სია არ ჩაუხსნია.

“პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შევიდა და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს ავთანდილ ენუქიძე.

მსგავსი თემები