საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 382 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 2 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 382 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 232 079 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 22 2787 გამოჯანმრთელდა, 2 646 კი, გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 511 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 300, PCR-ტესტით – 5 211.

კარანტინის რეჟიმშია 377 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 012 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 763 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამასთან, 4 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 963 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები