„მცხეთის სამედიცინო ცენტრს“ და ინფიცირებულებს კომპანიებმა საახალწლო დღესასწაული მოუწყვეს  

„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ პერსონალისთვის და “კოვიდ ინფიცირებული” პაციენტებისთვის კომპანიებმა საახალწლო ნობათი მოუმზადეს. სამედიცინო ცენტრს ინფორმაციით, 140-მდე პაციენტი და კლინიკაში დასაქმებულები ახალ წელს განსაკუთრებული მზრუნველობით შეხვდნენ.

„სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც ბოლო  9 თვეა შეუსვენებლად დღე და ღამ იბრძვიან კორონავირუსის დასამარცხებლად დიდი სტიმულია, როდესაც  თანადგომას  და დაფასებას გრძნობენ. ასე,  ერთად დგომით  ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და ვირუსსაც დავამარხებთ ! საჩუქრებისთვის კი დიდი მადლობა ჩვენ მეგობარ კომპანიებს: კოკა კოლას; ტკბილ ქვეყანას; სარაჯიშვილს; ვისოლს; ბარამბოს; სუპერმარკეტების ქსელ ზღაპარს; საცხობ ლილის-ს; ბიბლუსს დ სანდომს.  140-მდე პაციენტი შეხვდა ახალ წელს მცხეთის სამედიცინო ცენტრში. კლინიკა 1 აპრილიდან ემსახურება კოვიდვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, დღემდე კლინიკას ჰყავს 1200-მდე გამოჯანმრთელებული“ – ვკითხოლობთ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები