“მადლობა ამერიკელ ხალხს, მათ სიბრძნეს, რომ ტრამპიზმი მოიცილეს” – შალვა ნათელაშვილი

პარტნიორი პირველ რიგში ხალხს უჭერს მხარს და არა პოლიტიკურ ელიტებს, რომლებიც მიდიან და მოდიან, მით უმეტეს ისეთ ელიტას, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნა პუტინმა და რომლის სიძლიერე დამყარებულია ფულზე, მოსყიდვაზე, ძალადობაზე, დიქტატურაზე, პოლიტმატიმრებზე, არჩევნების გაყალბებაზე, ხალხის გაღატაკებასა და ქვეყნის დაქცევაზე. ასეთ წარმომადგენლებს რომ მიულოცავ, რა თქმა უნდა, კრიტიკასაც უნდა ელოდო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ ის მთელი პრინციპულობით მოითხოვდა, ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. შალვა ნათელაშვილის შეფასებით, აღნიშნული პოზიცია პარტნიორული არ არის.

„სტრატეგიული პარტნიორობა პირველ რიგში მდგომარეობს იმაში, რომ პარტნიორი პირველ რიგში ხალხს უჭერს მხარს და არა პოლიტიკურ ელიტებს, რომლებიც მიდიან და მოდიან, მით უმეტეს ისეთ ელიტას, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნა პუტინმა და რომლის სიძლიერე დამყარებულია ფულზე, მოსყიდვაზე, ძალადობაზე, დიქტატურაზე, პოლიტმატიმრებზე, არჩევნების გაყალბებაზე, ხალხის გაღატაკებასა და ქვეყნის დაქცევაზე. ასეთ წარმომადგენლებს რომ მიულოცავ, რა თქმა უნდა, კრიტიკასაც უნდა ელოდო. ჯერ ერთი, პრემიერ მინისტრს უნდა ულოცავდეს ან პრეზიდენტი საერთაშორისო რანგირებით, ან ვიცე-პრეზიდენტი. არც ტრამპს და პომპეოსსაც კი არ მოულოცავს კონკრეტულად ამ არალეგიტიმურ თანამდებობაზე არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ამ თვალთხარია გახარიას დამტკიცება.

რაც შეეხება ამ ბატონს, სწორედ ის მთელი პრინციპულობით მოითხოვდა, შევსულიყავით პარლამენტში, როდესაც პომპეოს წასვლის შემდეგ შეგხვდა სასტუმრო „მეტეხის“ სივრცეში. ამდენად, ვთვლით, რომ ეს პოზიცია პარტნიორული არ არის და მადლობა ამერიკელ ხალხს, მათ სიბრძნეს, რომ ტრამპიზმი მოიცილეს. ქვეყანას აზიანებს რუსი ოლიგარქის ქმედება, რომელმაც არჩევნები გააყალბა, რომელმაც ციხეები პოლიტპატიმრებით გაავსო, რომელმაც მშვიდობიან მიტინგზე ბავშვებს თვალები დათხარა, საქართველოს ეს აზიანებს და ჯობს, ამაზე ვიფიქროთ და ვიტიროთ.

არავითარი მთელი დასავლური სივრცე პარლამენტში შესვლისკენ არ მოგვიწოდებს, ამას აცხადებენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ ინექციებზე სხედან. ევროპიდან საფრანგეთის კორუმპირებული ელიტა, რომელმაც ევროპასთან საზღვარი დაგვიკეტა, ესენი ევროპა, დასავლეთელები არ არიან. ისინიც სწორედ დასავლეთის საწინააღმდეგოდ პუტინის ოლიგარქიას აძლიერებენ ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ფილიპ რიკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნა 30 დეკემბერს მიულოცა და არსებული პარტნიორობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.

მსგავსი თემები