„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს. ამის შესახებ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთი მხრივ, იდეალურად იქნება დაცული საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამნისტიის კანონპროექტზე, რომელზეც ძირითადად ორი კომიტეტი მუშაობს – ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტები. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს. ჩვენ უახლოეს დღეებში მივიღებთ და დავამტკიცებთ ამ კანონპროექტს; მივიღებთ გადაწყვეტილებას ამნისტიასთან დაკავშირებით, იმ იდეალურ წერტილში, სადაც საზოგადოების უსაფრთხოება და მეორე მხრივ, ჰუმანურობის და ადამიანის უფლებათა დაცვის, პატიმრობაში მყოფი პირების რესოციალიზაციის პრინციპები იქნება იდეალურად დაცული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები