ინფიცირებული 299 ადამიანი ხელოვნურ სუნთქვზე იმყოფება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 897 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 299 პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1 049 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 071, აჭარაში – 370, იმერეთში – 778. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 90, იმერეთში – 216. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში – 181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები