კორონავირუსის ახალი შტამი თურქეთშიც დადასტურდა

„კოვიდ 19“-ის ახალმა შტამმა თურქეთშიც შეაღწია. ამ ეტაპისთვის, ვირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა. მათ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

„მუტირებული ვირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც თურქეთში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდნენ. მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა, კვლევებისა და კავშირების გამოვლენა კიდევ გრძელდება “, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ.

თურქეთმა ბრიტანეთთან მიმოსვლა ჩაკეტა.

მსგავსი თემები