დედაოების საცხოვრებელს ცეცხლი წაეკიდა

ოზურგეთში, მეუფე იოსების რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ამავე ტერიტორიაზე განთავსებულ დედაოების საცხოვრებელს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევისას არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები