“მთელი ოპოზიციური სპექტრი ბოკერიასა და “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა, რომ მოღალატეები არ დაუძახონ” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის,  მამუკა მდინაარძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები “დამოკიდებულია კონკრეტული პარტიული სუბიექტების მხრიდან კომპლექსების მოხსნაზე”.

მდინარაძის თქმით, დღეს ოპოზიციური სპექტრი გიგა ბოკერიასა  და “მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა”.

“ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება იყო ბოკერიას მიერ დალაგებული ნარატივის კომპლექსის ქვეშ და ის გაკომპლექსებდეს მაშინ, როდესაც საკმაოდ კარგი, ინტელექტუალური რესურსი ჰქონდა მას თავის პარტიაში. მან პარტიული და პოლიტიკური მენეჯმენტი ისე დაალაგა “ევროპულ საქართველოში”, რომ კატასტროფული შედეგი მიიღო? დღეს უკვე მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ ადამიანის და მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ არიან და კომპლექსით, რომ მათ არ დაუძახონ მოღალატეები, ოპოზიციური ერთობის დამანგრევლები. თუ ამ კომპლექსს მოიხსნის ოპოზიციური სპექტრი, მაშინ ჩვენ შევთანხმდებით. თუ ამ გავლენების ქვეშ უნდა იყვნენ, ჩვენ გაგვიჭირდება შეთანხმება, თუმცა მაინც იმედი გვაქვს, რომ ისინი რაციონალურ გადაწყვეტილებამდე მივლენ და თებერვალში უკვე საპარლამენტო ცხოვრებას ოპოზიციური წარმომადგენლობით საქართველოს პარლამენტში დაიწყებენ”,- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები