„უნდათ – უნდათ; არ უნდათ – კარგად იყვნენ“ – უმრავლესობა ვაჭრობას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” ვაჭრობას არ აპირებს.   

„მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, უნდათ? –  უნდათ; არ უნდათ – კარგად იყვნენ“, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე  “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” ულტიმატუმს და დასძინა, რომ კარგი იქნება, თუ ისინი პარლამენტში არც შევლენ.

„იმედი მაქვს, რომ ყველა არ შემოვა პარლამენტში. იმედი მაქვს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი. ეს არის “ნაცმოძრაობის” რადიკალური ფრთა ანუ სააკაშვილის ხაზი და მელიას ხაზი და “ევროპული საქართველო”. დიდი იმედი მაქვს, ისინი პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, პარლამენტში შესვლა თითქმის ყველა პარტიას უნდა.

“სურვილი აქვს ბევრს, მაგრამ ისინი შანტაჟის და გავლენის ქვეშ არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უკვე იქნებოდნენ პარლამენტში შემოსულები“ – განმარტა მან.

მსგავსი თემები