კორონავირუსის ახალი შტამი აშშ-შიც დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი შტამის არსებობა დადასტურდა. კოლორადოს შტატში ინფიცირებულია ახალგაზრდა, რომელსაც ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ უფიქსირდება. ახალი შტამით ინფიცირებული იზოლაციაში იმყოფება.   

სავარაუდოდ, ეს არ არის ახალი ახალი შტამის  ერთადერთი შემთხვევა, რადგანაც, ინფიცირებულს ჰქონდა აქტიური კონტაქტი. შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები კონტაქტების გამოვლენაზეც მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ბრიტანეთიდან გავრცელდა და ის შემდეგ 17 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამი გაცილებით სწრაფად და მარტივად ვრცელდება, ვიდრე არსებული.

მსგავსი თემები