„ორ დღეში გვეცოდინება, არის თუ არა საქართველოში ვირუსის ახალი შტამი“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელია, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ახალი წლის დადგომა ძალიან საფრთხილოა, რადგან ვირუსის მაჩვენებელი შესაძლოა, ავარდეს. მისივე თქმით, ვირუსის ახალი შტამის შესახებ 2 დღეში ექნებათ ინფორმაცია.

„გვაქვს თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი, ამ ეტაპზე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რადგან, გენეტიკური ანალიზი ჯერ არ დასრულებულა. გენეტიკური სკანირება აქტიურად გრძელდება, მთელი ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დიდი ალბათობით, 2 დღეში უნდა გვქონდეს საბოლოო პასუხი. რაც შეეხება არსებულ ვირუსს, თუ ახალი წლის ქეიფებმა მასშტაბური ხასიათი არ მიიღო და იმედები არ გაგვიწბილდა, დადებითი მაჩვენებელი უნდა შევინარჩუნოთ. მთავარია, ყველამ გაითვალისწინოს ის ელემენტარული რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით. სხვა შემთხვევაში, მატება გვექნება“ – განაცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავართან“  საუბრისას.      

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი აქტიურად უტევს მსოფლიოს და ის არსებულ ვირუსზე სწრაფად ვრცელდება.   

მსგავსი თემები