ამირან გამყრელიძე ინფიცირებულია 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს – ამირან გამყრელიძე “კოვიდ 19”  დაუდასტურდა. ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპისთვის, ვირუსი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ამირან გამყრელიძე სახლში იმყოფება. 

მას ადრეც ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულთა და თვითიზოლაციაში იყოფებოდა, თუმცა, მაშინ, ვირუსი არ დადასტურდა.

“ამ ეტაპზე, კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. ის გადავიდა თვითიზოლაციაში და სახლის პირობებში აგრძელებს თვითმონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა” – აცხადებენ ცენტრში.

მსგავსი თემები