“2021 წელს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები დაუსუბსიდირდებათ” – მამუკა მდინარაძე

არლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, 2021 წლის სუბსიდირების პრიგრამაში ასევე პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებიც მოხვდება.

მდინარაძის თქმით, მთავრობა ასევე დაასუბსიდირებს წყლის ტარიფს ფასის მატების შემთხვევაში და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდილ სხვაობას სხვაობას 300 კილოვატამდე მოხმარების მქონე აბონენტებისთვის.

“დასუბსიდირება შეეხება 300 კილოვატამდე და მოგეხსენებათ, რომ 90%-მდე აბონენტებისა მოიხმარენ 300 კილოვატზე ნაკლებს და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის ეს. მეორე – სოციალურად დაუცველზე წყლის ტარიფიც დასუბსიდირდება, სხვაობა ამ შემთხვევაში, და ასევე დასუბსიდირდება პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები, რომ აქაც მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით,” – აცხადებს მამუკა ზანთარაია.

შეგახსნებთ, სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მსგავსი თემები