“ვადამდელი არჩევნების 2022-ში, 2023-ში ან 2024-ის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება კატეგორიულად არ განიხილება” – მაუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ვადამდელ არჩევნებს „კატეგორიულად არ განიხილავს“.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” მართალია და საკუთარ პოზიციას მყარად დაიცავს.

„არანაირი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები – რაც არ უნდა გადაწიონ და მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის მომხიბვლელი იყოს წინადადება – 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება თუ ა.შ. არანაირი მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება მმართველ გუნდში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყვეელაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში. გვაჩვევენ და ცდილობენ, ჩვენც კი დავკომპლექსდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა – ეს ვერავინ ვერ უნდა გაბედოს. ასეთი ტრენდი მკვიდრდება, ღალატად უთვლიან ერთმანეთს, თუ ვინმე იტყვის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა“,- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები