“კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექიმების დანამატებზე ჯანდაცვის მინისტრი რასაც საუბრობდა შეასრულებს” – გიორგი გახარია

რას მეკითხებით, თქვენ წარმოდგენა გაქვთ, ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრებაში, ჯანდაცვის მინისტრი რასაც საუბრობდა და რა დაპირებაც გასცა,რა თქმა უნდა, შეასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექიმების დანამატებზე საუბრისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რას მეკითხებით, თქვენ წარმოდგენა გაქვთ, ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრებაში, ჯანდაცვის მინისტრი რასაც საუბრობდა და რა დაპირებაც გასცა, რა თქმა უნდა, შეასრულებს, თუ არ შეასრულებს, მერე მოდით. რაიმე სერიოზული თუ შეიძლება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები