წყლისა და დენის ტარიფის ზრდას სემეკი ხვალ განიხილავს – ვის და როგორ შეუძლია სხდომაზე დასწრება

  •  

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო სემეკი დაინტერესებულ პირებს 29  დეკემბრის სხდომაზე დისტანციურ მონაწილეობას სთავაზობს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) 29 დეკემბერს, 9:00 საათზე საჯარო სხდომაზე განიხილავს კომპანიების –  სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ მომართვებს სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით.  

„სემეკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ტარიფების დადგენის პროცესის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას,  მის შესახებ საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას. ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შესაბამისად, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, მედიასაშუალებებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხების მოსმენა, საკითხთან დაკავშირებული პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა“ – ვკითხულობთ სემეკის განცხადებაში.      

სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისთვის ბმულის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა, მედიის წარმომადგენლებმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: pr@gnerc.org.

მსგავსი თემები