“კორონავირუსის ვაქცინაზე მოლაპარაკებები სექტემბრიდან აქტიურად მიმდინარეობს” – ეკატერინე ტიკარაძე

  •  

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით „კოვაქს პლატფორმასთან“ მოლაპარაკებები სექტემბრიდან მიმდინარეობს და საქართველოს 16 მილიონი ლარი უკვე გადახდილი აქვს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავად მწარმოებლებთანაც.

„ვაქცინაზე მოლაპარაკებები სექტემბრის თვიდან აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენ უკვე გვაქვს გადახდილი 16 მილიონი ლარი, რომელიც არის მეოთხედი იმ ღირებულების, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ავცრათ ქვეყნის მოსახლეობის 20 პროცენტი.

„კოვაქს პლატფორმის“ გარდა, ასევე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რომელიც არის პროცესში, ჯერჯერობით მეტი დეტალის დასახელება შეუძლებელია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ყველა ცივი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა ვაქცინების შემოსატანად, დღეს ქვეყანაში არსებობს.

„ასევე ჩვენ გვაქვს სრული ხედვა იმის, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში შემოტანა, ქვეყნის გარეთ არსებული ლოჯისტიკა როგორ უნდა იყოს დალაგებული. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელი კონკრეტული ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ვინაიდან ჩვენ ვართ „კოვაქს პლატფორმაზე“ გაერთიანებული და ამ გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად მოხდება. სავარაუდო დრო არის თებერვლის ბოლო მარტის დასაწყისი. თუმცა ჩვენ დამატებით კიდევ ვმუშაობთ, რომ უფრო ადრე მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა, რომელიც იქნება პირველ რიგში უსაფრთხო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები