“თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი…” – ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძეს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ორქუაშვილი, სოციალური ქსელიდან ლექსით მიმართავს. ოქრუაშვლის სარკაზმი ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების რაუნდებს უკავშირდება:

„თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,

შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;

მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!

მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ…“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია “ლელოს” პოზიცია, რომლის შესახებაც ხაზარაძემ გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ისაუბრა. მისი განცხადებით, კარგი იქნება, თუ ვადამდელი არჩევნები 2021 წელს ჩატარდება, თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ ეს არარეალურია და ვადამდელი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2022 წელს უნდა ჩატარდეს.

მსგავსი თემები