ნინოწმინდაში გაზის გამათბობელი აფეთქდა – არის მსხვერპლი

ნინოწმინდის რაიონის სოფელ ხანჩალში, გაზის გამათბობლის აფეთქების შედეგად, 75 წლის ქალი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გამათბობლის არასწორმა მოხმარებამ გამოიწვია. ადგილზე მისულ სამართალდამცველებსა და სამედიცინო ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდათ. მსხვერპლი სახლში მარტო იმყოფებოდა.

სოფელში ჰყვებიან, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი გათბობის სისტემიდან ცხელი წყლის გამსვლელი დაკეტილი ონკანი გახდა, რამაც რეზერვუარში წნევის დაგროვება და აფეთქება გამოიწვია.

მსგავსი თემები